ალექსანდრე გრიბოედოვი

მწერალი

დაბადების თარიღი: 15 იანვარი, 1795
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
გარდაცვ. თარიღი: 11 თებერვალი, 1829 (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი

ბიოგრაფია
მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში – თავდაპირველად მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან; დაუახლოვდა მოწინავე ქართველ საზოგადოებას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს; 1827 წელს მიანდეს ირანსა და ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვა; 1828 წელს დანიშნეს რუსეთის მინისტრ–რეზიდენტად(სრულუფლებიან წარმომადგენლად); მისი მთავარი თხზულებაა კომედია “ვაი ჭკუისაგან”(სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862 წელს); შემონახულია ცნობები, რომ “ვაი ჭკუისაგან” პირველად ა. ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ რომან ბაგრატიონის სასახლეში(გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა); მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ “ტიფლისსკიე ვედომოსტის” გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, “კომერციული ბანკის” დაარსება; მასვე ეკუთვნის აღა–მაჰმად–ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი; საქართველოსთანაა დაკავშირებული მისი მხატვრული შემოქმედების ნაწილი: “მგზავრის წერილები”, ლექსი “იქ, სადაც რბის ალაზანი”, პოემა “მეყალიონეები”, ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა “ქართული ღამე”, გეგმა ტრაგედიისა “რადამისტი და ზენობია”; რუსი მწერალი და დიპლომატი.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top