ბიძინა კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაბადების თარიღი: 29 ივლისი, 1928

გარდაცვ. თარიღი: 8 ივლისი, 2010 (81 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს.

1963 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; 1980 წლიდან პროფესორი; 1996 წლიდან კომპოზიციის კათედრის გამგე.

1965 წელს დაიდგა მისი ბალეტი “ქორეოგრაფიული ნოველები”; 1973 წელს ბალეტი “ბერიკაობა”; 1983 წელს ოპერა “იყო მერვესა წელსა”; რჩეული ქმნილებებია: “ჩვენისთანა ბედნიერი”(1987), “მედეა”(1992), “უკვდავება”(1971), “სადღესასწაულო უვერტიურა”(1977), “ძველი ქართული წარწერები”(1978), “სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის”(1986); შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის “დათა თუთაშხია”(ჯ. კახიძესთან ერთად); მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: “ჭინჭრაქა”, “ყვარყვარე”, “ზაფხულის ღამის სიზმარი”, “მე ვხედავ მზეს”. 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბ. კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1998 – ღირსების ორდენი
1996 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1985 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1981 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
საქართველოს სახალხო არტისტი

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top