გევორქ პეტროსიანი

პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი, რომელსაც “კარუზოს” სახელით იცნობდნენ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ Ambebi.ge-ს მისმა მეგობარმა დავით ბახტაძემ დაუდასტურა:

– გევორქს სიმსივნე ჰქონდა. 21 ივნისს გაიკეთა პანკრეასის ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა.

გევორქ პეტროსიანი საზოგადოებამ “ნიჭიერიდან” გაიცნო. ტაქსის მძღოლის მიერ შესრულებულმა საოპერო არიამ პროექტის ჟიური და მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა და მას ქართველი “კარუზო” შეარქვეს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top