გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე (დ. 21 სექტემბერი 1937 — 19 მარტი 2017 — ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი (ბანი). აგრეთვე საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი.

წლების განმავლობაში იყო „ქართული ხმების“, შემდეგ ანსამბლ „დიელოს“ წევრი. 18 წელი იმუშავა საქართველოს ტელევიზიაში. ითვლება, რომ მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში.
2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, გულის შეტევით

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top