დავით ერისთავი

დაბ. თარიღი 28 აგვისტო (9 სექტემბერი) 1847
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 (23) ოქტომბერი 1890 (43 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია

დავით გიორგის ძე ერისთავი (დ. 28 აგვისტო/9 სექტემბერი, 1847, ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ოქტომბერი/23 ოქტომბერი, 1890, თბილისი) — ქართველი მწერალი.
1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871-იდან თანამშრომლობდა “დროებაში”, “ტიფლისსკი ვესტნიკსა” და “ფალანგაში”. 1882-იდან გაზეთ “კავკაზს” რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იყო “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. ერისთავმა ტარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ “სამშობლო” (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. “სამშობლოს” წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

ერისთავს ეკუთვნის აგრეთვე გადმოკეთებული პიესები “მეორედ გაყმაწვილება”, “სადაო მფლობელობა”, “დროებითი სიყვარული”, “დავიდარაბა ანუ არღანი და ლეკვი”, “საძაგელი” და სხვა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top