ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, მომღერალი
დაიბადა 1957 წლის 24 თებერვალს თბილისში.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).
1987 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; სტუდენტობისას სისტემატურად აწყობდა მოკლე თუ გრძელვადიან ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფოლკლორული ნიმუშების მოსაპოვებლად; ფართო სპექტრის ფოლკლორისტი–მკვლევარი, ფოლკლორისტთა ახლი თაობის ერთ–ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი წარმატებით ათავსებდა პედაგოგიურ, სამეცნიერო, საველე–საექსპედიციო და საშემსრულებლო მოღვაწეობას; 1991–1996წწ. პერიოდულად კითხულობდა ლექციებს ჟენევაში, პარიზში, როტერდამში, ბერლინში, კიოლნში, რეგენსბურგში; 60–მდე ქართული სიმღერა შეასწავლა ინგლისელ მუსიკის მოყვარულებს ლონდონში, კარდიფში, კემბრიჯსა და ნორიჯში;
მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია მის მიერვე დაარსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ “მთიებთან”, სწორედ “მთიებმა” ჩაუყარა საფუძველი აუთენტურ მიმართულებას, რითაც დაიკავა კიდეც განსაკუთრებული ადგილი ქართული ხალხური სიმღერის საშემსრულებლო ისტორიაში; “მთიებთან” ერთად ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც მომღერალი; დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერიც”; აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისა და კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის სექციისა და საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში; სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა თავისივე იდეით დაარსებულ ქალთა ფოლკლორულ ვოკალურ ანსამბლ “მზეთამზესთან”; იგი სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, დაუცველი დარჩა გამზადებული სადოქტორო დისერტაცია, მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის შესრულების საკითხებისადმი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1997); ეთნომუსიკოლოგი.
გარდაიცვალა 1998 წლის 5 სექტემბერს ავტოკატასტროფაში
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე