13. 07. 1940 (თბილისი) – 12. 03. 2004 (თბილისი).
ეთნომუსიკოლოგი
1976-2004 წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების კათედრის გამგე, პროფესორი. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფოლკლორული ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაციის – CIOF-ის საქართველოს ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი. 60-იან წლებში ანსამბლ “გორდელას” ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.