თემურ ჟორჟოლიანი

თემურ ჟორჟოლიანი

1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი 67 წლისა გარდაიცვალა. თემურ ჟორჟოლიანი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1991 წლიდან იყო “საერთაშორისო ამნისტიის” წევრი. 1992 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, 1992-1995 წლებში იყო ფრაქცია “კონსერვატორის” თავმჯდომარე. 1998 წელს ის საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2006 წელს თემურ ჟორჟოლიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან ციხეში 6 წელი გაატარა და 2012 წლის ნოემბერში ვადამდე პირობით გათავისუფლდა.
თემურ ჟორჟოლიანს ჰყავს მეუღლე და 8 შვილი.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top