ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დაიბადა 1940 წ., თბილისში.
1964 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1987 წლიდან დღემდე იყო თსუ-ს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. თენგიზ კიკაჩეიშვილი 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის ავტორი იყო. პროფესორი მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მონაწილეობდა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.