მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი

დაბადების თარიღი: 12 აპრილი, 1929
დაბადების ადგილი: სოფელი არაგვეთი, საჩხერის რაიონი.
გარდაცვ. თარიღი: 17 მაისი, 2010 (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი

ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957–1963წწ. მუშაობდა ჟურნალ “ცისკრის” პოეზიის განყოფილების გამგედ; 1963–1964წწ. ჟურნალ “პიონერის” მთავარ რედაქტორად; 1967–1982წწ. ჟურნალ “დილის” მთავარ რედაქტორად; 1982–1988წწ. ალმანახ “საუნჯის” მთავარ რედაქტორად. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ “პირველ სხივში”, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩეხურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top