ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

მწერალი

დაბადების თარიღი: 14 ივლისი, 1928
გარდაცვ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1984 (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, თბილისი

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1950 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ “მზიურში”, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top