ნოდარ თოფურია

ნოდარ თოფურია

ნოდარ თოფურია დაიბადა 1929 წლის 15 ოქტომბერს თბილისში, ისტორიკოს არისტარხ თოფურიას და ექიმ ეკატერინე გაბუნიას ოჯახში.

1938 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს მამამისი, არისტარხი (რეაბილიტირებულ იქნა 1953 წელს), ხოლო დედა გადაასახლეს, ამიტომ ნოდარი, თავის და-ძმასთან – გივისთან და მედეასთან ერთად ნათესავებმა გახიზნეს სამეგრელოში, სოფ. ბანძაში.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მე-2 და მე-4 მექნიკური ქარხნების მთავარ ინჟინრად და დირექტორად, ადგილმრეწველობის სამინისტროს მატერიალური რესურსების განყოფილების გამგედ.

გარდაიცვალა 2005 წლის 19 ნოემბერს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top