ოლღა გურამიშვილი

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა (დ. 1842 წლის 12 მარტი, ქვემო ავჭალა, გ. 1927 წლის 29 აპრილი) — ქართველი პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მეუღლე.

იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის, საართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების ღირსეული წევრი.

ბიოგრაფია
ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ჭავჭავაძისა დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. როგორც ქვემო ავჭალის მიქელ – მთავარანგელოზის ეკლესიის 1842 წლის მეტრიკული წიგნი იუწყება: ” ქვემო ავჭალის მცხოვრებ თავად თადეოზ გურამიშვილს და მის კანონიერ მეუღლეს ელისაბედ გიორგის ასულს,ორთავე მარლთმადიდებლური სარწმუნოების მქონეთ, დაებადათ ქალიშვილი ოლღა 12 მარტს და მონათლულ იქნა 20 მარტს მღვდელ პლატონ ემევის მიერ, ნათლია – თბილისელი აზნაურის იოსებ მესხიშვილის თანდასწრებით.” (ხელნ.ინსტ.,ი.ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი №704) ოლღას მამა – თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი (1800 – 1875 ), საგურამოელი ამაყი და ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე, მარიამ ციციშვილის , საქართველოს უკანასკნელი დედოფლის დედის დისწული. ოლღას დედა – ელისაბედ გიორგის ასული (სამწუხაროდ,გვარი დღემდე უცნობია) ნაადრევად გარდაიცვალა. თადეოზ გურამიშვილს მისგან ორი ასული -ეკატერინე და ოლღა დარჩა.

თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი, 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა, 85 წლის ასაკში. ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე,იქ, სადაც ყოველთვის ესწრაფვოდა დაკრძელვას, დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა განსასვენებელი.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top