ესპანეთში გარდაიცვალა პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი
საქართველოს სამეფო კლუბი მწუხარებით იუწყება, რომ 2017 წლის 20 მარტს, ესპანეთში, 68 წლის ასაკში, გარდაიცვალა ბატონიშვილი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი და ბავარიელი და ბურბონი.
ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი ბავარიელი და ბურბონი იყო ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის და მისი მესამე მეუღლის, ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII დის, ინფანტა მარია ტერეზასა და ბავარიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ფერდინანდ ბავარიელის (ვიტელსბახის) ასულის – მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონის ვაჟი.
ბაგრატ ბატონიშვილი დაიბადა 1949 წლის 12 იანვარს. ესპანეთში მისი სრული სახელი ასე გამოითქმის: მისი სამეფო უმაღლესობა, დონ ბაგრატ დე ბაგრატიონ დე ბურბონ ი დე ბავიერა, საქართველოს, ბავარიის და ესპანეთის პრინცი, მისი აღმატებულება ესპანეთის გრანდი.
ბატონიშვილ ბაგრატს დარჩა ორი შვილი: იოანე (ხუან) და ინეს ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები.