ჟანეტა არჩვაძე

ჟანეტა არჩვაძე

ქართული ტელევიზიის ლეგენდა ჟანეტა არჩვაძე თბილისში გარდაიცვალა.
ცნობილი ქართველი დიქტორი და ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს სსრ–ის სახალხო არტისტი ტელევიზიაში 1950–იანი წლებიდან მუშაობდა. მრავალი წლის განმავლობაში არჩვაძეს მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”, ასევე სხვა მხატვრული, სამეცნიერო–საგანმანათლებლო და საბავშვო გადაცემები.

2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ინტერვიუებში ტელეწამყვანი ხშირად ამბობდა, რომ ტელემაყურებლისა და საზოგადოების სიყვარული მას ცხოვრების უზარმაზარ სტიმულს აძლევდა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top