სალომე ყანჩელი

სალომე ყანჩელი

სალომე ალექსანდრეს ასული ყანჩელი

(დ. 14 მაისი, 1921, თბილისი — გ. 11 დეკემბერი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია
დაიბადა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სანდრო ყანჩელის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეზიარა ხელოვნების სიყვარულს. თბილისის დამთავრებისთანავე მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად. 1946-1948 წლებში მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948-1956 წლებში კი სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს. აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), მარანდოლინა (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“) და სხვა.

1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენებამ. მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე — კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“, მზეთუნახავი — გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ბაბალე — მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“, ხანუმა — ა. ცაგარელის „ხანუმა“, ბერნარდა — ფ. გარსიას ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ნ. წულეისკირის „თუთარჩელა“ და სხვა.

ს. ყანჩელი გამოირჩეოდა დიდი არტისტული ხიბლით, პლასტიკით, იუმორით, რომლის არსში წვდომის საოცარი უნარით. მანვემეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top