სერგო კუტივაძე

სერგო კუტივაძე

გარდაიცვალა თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე. ბატონი სერგო 72 წლის გახლდათ.

კუტივაძე ნახევარმცველი იყო. 1962-1966 წლებში თამაშობდა “ტორპედოში”, შემდეგ კი ექვსი წელი “დინამოში” გამოდიოდა. ერთი მატჩი საბჭოეთის ნაკრებშიც ჩაატარა.

1974-1984 წლებში თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო შტაბში გახლდათ, ნოდარ ახალკაცის თანაშემწედ მუშაობდა იმ ბრწყინვალე პერიოდში. 1994-1995 წლებში “დინამოს” მთავარი მწვრთნელიც იყო.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top