ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე

ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მომღერალი.

დაბადების თარიღი: 10 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი: 7 მარტი, 2002 (66 წლის ასაკში)

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი ობჩა.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს; 1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი “შვიდკაცა”; 1958-1962წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1962-1971წწ. იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1965-1973წწ. მთავარი დირიჟორი; 1973 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; მას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: “შერეკილები”(გ. ყანჩელთან ერთად), “პირველი მერცხალი”(ბიძინა კვერნაძესთან ერთად), “დათა თუთაშხია”(ბიძინა კვერნაძესთან ერთად); მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები(სტრავინსკის “საღმთო გაზაფხული”, შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის “ანცი შაირები”, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის “როსტოკური სიმფონია”, თორაძის მე-2 სიმფონია); 1971-1973წწ. მიიწვიეს ქ. ლოძში(პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად; 1972 წელს ამავე თეატრის სცენაზე მისი ინიციატივით და ხეძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი”; 1989 წელს დაარსდა თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი, რომლის შექმნის იდეა მას ეკუთვნის; მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა, იგი დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს; მისი სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება;

http://www.myvideo.ge/v/1676829

 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top