ჯიმი ჯავახია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია იუწყება, რომ გარდაიცვალა კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯიმი ჯავახია.

საქართველოს  საჭადრაკო სამყარო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

გამოსვენება: 27 ივნისს, სამშაბათს 14:00 საათზე.

მისამართი: თელავი,ერეკლე II  მოედანი N2

ქალაქ თელავის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაქალაქელის და ჭადრაკის ქომაგის, ჯიმი ჯავახიას გარდაცვალების გამო. 2014 წელს ჯიმი ჯავახიას საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, პირადად გადასცა.
2016 წელს კახეთმა უმასპინძლა მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან პრის გათამაშებას,თელავსა და სიღნაღში გაიმართა ტურნირები ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეების მონაწილეობით. კახეთის რეგიონის გუნდი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მუდმივი ფავორიტია. ამ აქტივობებში დიდი წვლილი მიუძღვოდა კახეთის გუნდის უცვლელ კაპიტანს, ჭადრაკის რეგიონალური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჯიმი ჯავახიას. აღსანიშნავია, რომ ჯიმი ჯავახიას დამსახურებით საჭადრაკო კლუბი გაიხსნა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, ხოლო ლაგოდეხმა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლა. ასევე 2016 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ღვაწლმოსილი პედაგოგების „გოგი და ოთარ ელიოზიშვილების“ სახელობის საჭადრაკო კლუბი გახსნა. ჯიმი ჯავახიას დამსახურებით , კახეთის ჭადრაკის ფედერაციის 11 წლიანი არსებობის ისტორიაში კახეთი ერთ ერთ წარმატებულ ფედერაციად სახელდება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top