ბაჩანა ბრეგვაძე
11/02/1936 - 14/02/2016
1936, 11 თებერვალი, სხვავა, საქართველოს სსრ – 14 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო
ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი.
მთარგმნელობოთი და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2013 წელს ბაჩანა ბრეგვაძე არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.
1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.
გარდაიცვალა 2016 წლის 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.